უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის სტაჟირების გამოსაშვები ცერემონია ( 31 ივლისი)

უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის სტაჟირების გამოსაშვები ცერემონია

უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის სტაჟირების გამოსაშვები ცერემონია. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

31 ივლისს უოლტერ რიდის არმიის კვლევითმა ინსტიტუტმა (WRAIR) უმასპინძლა სამკვირიანი სტაჟირების პროგრამის გამოშვების ცერემონიას. ორივე სტაჟიორი, ანა კუჭუაშვილი და ანი რუხაძე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან და ისინი სან დიეგო/თსუ უნივერსიტეტის გამორჩეულ აპლიკანტთა შორის შეარჩიეს. 

სტუდენტებმა გაიარეს სწავლება ბიოუსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკებსა და საბაზისო მიკრობიულოგიურ პროცედურებზე ბაქტერიოლოგიაში. ხელსაწყოები, რომელსაც ისინი გაეცნნენ, არის აუცილებელი, როგორც დაავადების გამომწვევი პათოგენების გამოსავლენი ახალი დიაგნოსტიკების კვლევისა და განვითარებისათვის, ასევე ახალი ინფექციური დაავადებების თერაპიების შექმნისათვის. ეს იგივე ტექნოლოგიებია, რომელიც, შესაძლოა სტუდენტებმა მომავალში საკუთარი პაციენტების დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის გამოიყენონ, თუ გადაწყვეტენ, რომ გაყვნენ კლინიკური ჯანდაცვის პროფესიას. ორივე შემთხვევაში სტაჟირებაში მონაწილეობა მომგებიანია სტუდენტისათვის, მიუხედავად იმისა, აარჩევენ ისინი კვლევით კარიერას თუ კლინიკურს.  

სტაჟირების ფინალურ კვირას სტუდენტებმა გამოიყენეს მიღებული ცოდნა არსებული მეთოდების გამოყენებით „უცნობი ბაქტერიის“ იდენტიფიკაციისათვის. ბაქტერიები შეარჩიეს გამოცდილმა ტექნიკოსებმა, რომლებიც სტაჟიორების სწავლებას ხელმძღვანელობდნენ. გამოსაშვებ ცერემონიაზე ანა და ანიმ საკუთარი აღმოჩენები წარადგინეს, რის ბოლოსაც მათ გადაეცათ WRAIR-ის სერტიფიკატები.

აღნიშნული სტაჟირების პროგრამის მიზანია, დაინერგოს ბიოქიმიური და მიკრობიოლოგოგიური კვლევების პრაქტიკა სდსუ/თსუს საუკეთესო სტუდენტებში და ჩამოყალიბდეს ურთიერთობა ზუსტი მეცნიერებების მომავალ პროფესიონალებთან, რაც იქნება მომგებიანი როგორც შეერთებული შტატებისთვის, ისე საქართველოსათვის, სამხედრო და სამოქალაქო მოსახლეობის ინფექციური დაავადების საფრთხისგან დასაცავად.