სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გვირგვინით შემკობის ცერემონია

28 წლის წინ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ სოხუმი დაეცა. ამ მძიმე ტრაგედიას ათასობით სიცოცხლე შეეწირა და ასობით ათას ადამიანს სახლის იძულებით დატოვება მოუწია.
ჩვენ ამ დღეს ვიხსენებთ მწუხარებით და იმედით, რომელიც ამდენი იძულებით გადაადგილებული ადამიანის გულში რჩება. ამ წლისთავის აღსანიშნავად და დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ელჩმა კელი დეგნანმა, თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკმა სტეფანი ბეგლიმ და საქართველოში უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის წევრებმა გმირთა მოედანი გვირგვინით შეამკეს.