ელჩი კელის კომენტარი მედიასთან  ქართველი მეომრების მემორიალის გვრიგვინით შემკობის  ცერემონიალზე  გმირთა მოედანზე (27 სექტემბერი)

Ambassador Kelly at the Wreath Laying Ceremony at the Tbilisi Hero’s Square Memorial. Photo: State Dept

ელჩი კელის კომენტარი მედიასთან  ქართველი მეომრების მემორიალის გვრიგვინით შემკობის  ცერემონიალზე  გმირთა მოედანზე (27 სექტემბერი)


შეკითხვა საქართველოსათვის 27 სექტემბრის თარიღის მნიშვნელობაზე.

ელჩი კელი: მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ მომავალზე. ჩვენი თანამშრომლობის პროგრამები სწორედ საქართველოსთან სამომავლო პარტნიორობას ეხება. თუმცა ამავდროულად მეტად მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ის მსხვერპლი, რაც გაიღეს ქართველებმა და რაც გაიღეს ამერიკელებმა თავისუფლების დასაცავად, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი გავიხსენოთ ასეთი დღეები.

შეკითხვა აფხაზეთთან კონფლიქტის მოგვარების შესაძლო გზებზე

ელჩი კელი: მე ვფიქრობ, საქართველოს მთავრობას სწორი გზა აქვს არჩეული, როდესაც ცდილობს ხმა მიაწვდინოს აფხაზებს მათი რეინტეგრაციისა და შემორიგების მიზნით. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ პროგრამას, რომელიც გულისხმობს სავაჭრო ურთიერთობების გაზრდას,  აფხაზებისათვის განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. ეს ის მიდგომაა, რომელსაც  ჩვენ დიდ მხარდაჭერას ვუცხდებთ. და, რაღა თქმა უნდა, არსებობს ჟენევის მოლაპარაკებები, რომელშიც ჩვენ ვმონაწილეობთ.

შეკითხვა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების  მიღების შესახებ გუშინ (26 სექტემბერს); კონსტიტუციის მიღება განხორციელდა ერთი პარტიის მიერ, კონსენსუსის გარეშე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კითხვები მის  ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან მიმართებაში?

ელჩი კელი: მე ვფიქრობ, რომ მართებული არ იქნება   კომენტარი  გავაკეთო იმ სუვერენულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც  მიიღეს საქართველოს არჩეულმა წარმომადგენლებმა.  მე მხოლოდ შემიძლია გაგიზიაროთ, თუ როგორია  ამერიკაში ამ საკითხისადმი მიდგომა. ცვლილები კონსტიტუციაში ბევრი ფიქრისა და განსჯის საგანია. როგორც წესი, ნებისმიერი ცვლილების შეტანა კონსტიტუციაში  წლები გრძელდება, ხანდახან ათწლეულებიც კი;  და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს.  ჩვენ [ამერიკაში] ყოველთვის გვაქს მოლოდინი, რომ ნებისმიერი ცვლილება კონსტიტუციაში დაეფუძნება  ფართო ჩართულობას  და  გაითვალისწინებს ბევრი დაინტერესებული მხარის მოსაზრებას. თუმცა , თავს შევიკავებ გუშინ მიღებული ცვლილებების  კომენტირებისგან.

შეკითხვა :როგორ ფიქრობთ კონსტიტუციის მიღების პროცესი ნაჩქარევი ხომ არ იყო? ფიქრობთ, რომ უფრო მეტი მსჯელობა იყო საჭირო?

ელჩი კელი: როგორც გითხარით მე არ ვაპირებ კომენტარი გავაკეთო, იმაზე თუ როგორ განხორციელდა ეს აქ [საქართველოში]. მე უბრალოდ გითხარით, რომ ჩვენ სხვაგვარი გამოცდილება გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, და როგორც წესი კონსტიტუციის შეცვლა წლები გრძელდება.