ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა (29 დეკემბერი)

მსოფლიო მეწარმეთა კვირეულის ფარგლებში აშშ-ის საელჩომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალთან ერთად ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის გამოშვების ღონისძიებას უმასპინძლა. ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ, საკუთარი ბიზნესიდეები წარედგინათ ქართველი და ამერიკელი დაინტერესებული პირებისათვის, რომლებმაც მეწარმეების მნიშვნელოვანი პოტენციალი და მიღწევები აღნიშნეს.